ტაივანში საკრედიტო ბარათებით კრიპტოვალუტის შეძენა ვეღარ მოხერხდება

0
426

ტაივანის ფინანსურმა სამეთვალყურეო კომისიამ (FSC), მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა, საბანკო სექტორისათვის გამოსცა გაფრთხილება, რომელშიც მითითებულია, რომ მათ არ უნდა მიანიჭონ ციფრული ვალუტების პროვაიდერებს (VASP) ვაჭრობის სტატუსი საკრედიტო ბარათების მფლობელებთან ოპერაციებში.

ეს უკანასკნელი კი ამ კუნძულოვან სახელმწიფოზე საკრედიტო ბარათით კრიპტოვალუტის ყიდვის დე-ფაქტო აკრძალვას ნიშნავს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საფინანსო სამეთვალყურეო კომისიამ ივლისის დასაწყისში წერილი გაუგზავნა ბანკების ასოციაციას, სადაც შეახსენა ბანკების ასოციაციის წევრებს, რომ კრიპტოვალუტები მეტად სპეკულაციური და სარისკოა, სადაც ფულადი სახსრების მოძრაობა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე გასაგები არაა, რაც ტრანზაქციების ეფექტურ მონიტორინგს უშლის ხელს.

მარეგულირებელმა ასევე დააკონკრეტა, რომ საკრედიტო ბარათები არსებითად არის მომხმარებლის გადახდის ინსტრუმენტები და მათი გამოყენება ინვესტირებისათვის მეტისმეტად სპეკულციური და სარისკოა.

აღნიშნული გაფრთხილება ასევე გულისხმობდა საკრედიტო ბარათების მფლობელებს ონლაინ აზარტული თამაშების, აქციებისა და ფიუჩერსებით ვაჭრობით დაინტერესებულ, როგორც კერძო პირებს ასევე ორგანიზაციებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი