Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ მხოლოდ ბიტკოინია ციფრულ ოქრო. ამით, ვოზნიაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისის პოზიტიური დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვოზნიაკმა ყველა თავისი კრიპტოვალუტა გაყიდა.
CNBC-თან ინტერვიუში, როდესაც ის Money20/20 კონფერენციის შესახებ საუბრობდა ვოზნიაკმა განაცხადა, რომ მან Twitter-ის გენერალური დირექტორის ჯეკ დორსისგან “შეისყიდა” ბიტკოინი. ეს მაშინ, როდესაც ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ბიტკოინი მომავალის ერთადერთი ვალუტა იქნებოდა.
“მე ვყიდულობ ჯეკ დორსის სიტყვებზე დაყრდნობით არა იმიტომ, რომ მე პირადად აუცილებლად მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ იმიტომ, რომ მინდა ეს ასე იყოს”,- განმარტა ვოზნიაკმა.
ვოზნიაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არ არის ინვესტორი, რომელმაც თავდაპირველად შეიძინა ბიტკოინი, მაშინ როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 700 დოლარი იყო.
“მხოლოდ ბიტკოინი არის ნამდვილი ციფრული ოქრო… ყველა დანარჩენი ბიტკოინის ასპექტი: მაგალითად, მთლიანად დეცენტრალიზებული და ცენტრალური კონტროლის გარეშე არსებული საკითხი, ეს არის პირველი, რაც მათ უნდა მოაწესრიგონ ბიზნეს მოდელის გასაკეთებლად”,- აღნიშნავს ვოზნიაკი.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინმა გასულ თვეში დაახლოებით 20% დაკარგა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი იმასაც აცხადებს, რომ მიმდინარე პირობები კრიპტოვალუტის ყიდვისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.