NAFCU CBDC-ის შექმნის წინააღმდეგია

0
758

აშშ-ში დაფუძნებული ლობისტური ჯგუფი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შემუშავების წინააღმდეგია.

ფედერალური დაზღვევების საკრედიტო გაერთიანებების ეროვნული ასოციაცია (NAFCU) მიიჩნევს, რომ პროექტის ღირებულება ჰიპოთეტურ სარგებელს აღემატება.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტისადმი მიწერილ საჯარო წერილში, ენდრიუ მორისი NAFCU-ს კვლევისა და პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ამტკიცებდა, რომ ხარჯები გადაწონის სარგებელს და რომ, იმავე მიზნების მისაღწევად სხვა ალტერნატივებიც არსებობს.

წერლი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ფინანასურმა დეპარტამენტმა ციფრული ვალუტების შესახებ კომენტარები მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ წერილის სრული ტექსტი ამჟამად მიუწვდომელია, NAFCU-ის რელიზის თანახმად, მან ყურადღება გაამახვილა კერძო და საჯარო სექტორის გადახდების ინიციატივებზე, რათა აჩვენოს ნაკლებად შემაფერხებელი ალტერნატივების ხელმისაწვდომობა გადახდების გაუმჯობესების მისაღწევად.

განცხადების თანახმად, CBDC-ის მთავარი ალტერნატივა საკრედიტო კავშირის ჩართულობის მხარდაჭერაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი