შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტი: სტაბილკოინი არ გვჭირდება

0
1033

შვეიცარიის ცენტრალური ბანკის ეკონომისტის აზრით, Blockchain ტექნოლოგია, რომელზედაც კრიპტოვალუტა არის დაფუძნებული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის გამოსავალი არ არის.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის მთავარი ეკონომისტი, კარლოს ლენცი ამტკიცებს, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზაციის მახასიათებლები არ არის ეფექტური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ციფრული ვალუტისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანულენოვანი შვეიცარიული გაზეთი The Handelszeitung-ი ავრცელებს.

“არ ვფიქრობ, რომ დეცენტრალიზებული გადაწყვეტა იდეალურია. შვეიცარიის ცენტრალური ბანკი ამჟამად არ გეგმავს ციფრული ფრანკის შემოღებას”,- განაცხადა კარლოს ლენციმ.

ეკონომისტმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული გადახდის სისტემა კარგად მუშაობს და რომ შვეიცარიაში სტაბილკოინი საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ყველაზე მსხვილი საწარმოების თვითრეგულირების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ შვეიცარიის კომპანიების გარკვეულ ნაწილს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნლოგიასთან ჰქონდა კავშირი.

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ასეთი კომპანიების რაოდენობა 88-ს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი