აშშ-ში დაფუძნებული ფეხსაცმლისმწარმოებელი კომპანია Nike–ი ციფრული ვალუტის დანერგვას იწყებს. როგორც ცნობილია, სულ მალე მომხმარებლებს ელექტრონულად, კრიპტოვალუტის გამოყენებით პროდუქციის ყიდვა შეეძლებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ფაქტი, როდესაც სპოტული ფეხსაცმლისმწარმოებელი კომპანია ციფრული ვალუტით ინტერესდება.
რაც შეეხება სპორტულ სამყაროში ციფრული ვალუტისა და Blockcahin ტექნოლოგიის ადაპტირებას:
2018 წლის მაისში, ლიონში გამართულ ევროპალიგის ფინალში ბილეთების 50% Blockchain ტექნოლოგიის მეშვეობით გაიყიდა. სწორედ ამ წარმატებულმა გაყიდვებმა დაარწმუნა UEFA იმაში, რომ ტექნოლოგია საბოლოოდ უნდა დაენერგა.
“UEFA ბილეთების გაყიდვის უფრო მარტივ და უსაფრთხო საშუალებას ეძებს. Blockchain ტექნოლოგიით კი, უზრუნველყოფილია ბილეთების უსაფრთხო შეძენა და თავიდან არის არიდებული ბილეთების დუბლირება”,- აღნიშნული იყო UEFA-ს განცხადებაში.
The Dallas Mavericks-ი NBA-ს რიგით მეორე გუნდი გახდა, რომელიც ბიტკოინით ბილეთების გადახდის სისტემას დაეთანხმა.
“Dallas Mavericks” -ი არ არის პირველი საკალათბურთო გუნდი, რომელიც ბილეთების გაყიდვისათვის ბიტკოინს გამოიყენებს. ჯერ კიდევ 2014 წელს, ”Sacramento Kings”-მა ოფიციალურად დაიწყო ბიტკოინით როგორც, სარეკლამო პროდუქტების მიღება, ასევე ბილეთების გაყიდვაც.