სინგაპურის სავალუტო ორგანომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ონლაინ თაღლითობის სქემა აღმოაჩინა.
ეს სქემა სხვა თაღლითური შემთხვევებისგან იმით განსხვავდება, რომ დამნაშავეებმა სინგაპურის ყოფილი პრემიერ მინისტრის სახელი გამოიყენეს.
ყალბი ვებ-საიტი ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ავრცელებდა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით სინგაპურის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და მომხმარებელს თაღლითური ვერბ-გვერდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მარეგულირებელი იტყობინება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახელი გამოიყენეს იმისათვის, რომ ადამიანებს მინიმუმ 250 დოლარი სავაჭრო პლატფორმაზე ჩაერიცხათ. თაღლითურ პლატფორმას კი Bitcoin Loophole-ი ერქვა. პლატფორმა მომხმარებლისგან ასევე ითხოვდა საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის დეტალებსაც.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპური ციფრული ვალუტის ინდუსტრიის მიმართ პოზიტიური განწყობით გამოირჩევა.
ჯერ კიდევ შარშან სინგაპურის ფინანსურმა მარეგულირებელმა და დე-ფაქტო ცენტრალური ბანკმა განაცხადეს, რომ მათ სურთ საბანკო სისტემის და კრიპტობიზნესის ერთობლივ კონტექსტში მოხსენიება. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც კრიპტოვალუტის სფერომ ბანკისგან მხადაჭერა მიიღო.