საფრანგეთის მთავრობა ჩამორთმეულ კრიპტოვალუტებს აუქციონზე ჰყიდის

0
1487

საფრანგეთის მთავრობამ მილიონობით ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა აუქციონზე გაიტანა. კრიპტოვალუტები ჰაკერებს 2019 წელს ჩამოართვეს.

ციფრული ვალუტები GateHub-ის სავაჭრო პლატფორმის გატეხვასთან დაკავშირებულ პირებს ჩამოერთვათ.

კრიპტოვალუტები ორ ნაწილიად არის გაყოფილი: პირველი შედგება 437 ლოტისაგან, რომელშიც 0,11–დან 2 ბიტკოინამდეა მოთავსებული, ხოლო მეორე ნაწილი შედგება 41 ლოტისგან, სადაც 5-დან 20 ბიტკოინზეა საუბარი.

მოსალოდნელია, რომ აუქციონით 28 მილიონი ევროს მიღება გახდება შესაძლებელი.

ანალიტიკური ორგანიზაციის, 2B4CH Swiss-ის დამფუძნებელმა, ივ ბენაიმიმ Euronews -სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის გაყიდვის შესახებ უკვე ცხადია.

”ტექნიკურად სამინისტროს უფლება აქვს გაყიდოს რამე, რაც ჩამორთმეული იქნა, თუ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მისი ღირებულება შემცირდეს. საინტერესოა, რომ ისინი კრიპტოვალუტებს ახლა ჰყიდიან, დიდი ალბათობით იმ მიზეზით, რომ ფასი დაეცემა, რომ ეს მხოლოდ “ეკონომიკური ბუშტია” და სხვა, არაფერი”,- განაცხადა 2B4CH Swiss-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, ბიტკოინმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 60,000 დოლარის ნიშნულს. ანალიტიკოსები კი კრიპტოვალუტის სწრაფ წინსვლას ნაწილობრივ აშშ-ს სტიმულირების გეგმის მიღებას უკავშირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი