სამხრეთ კორეის Blockchain ინდუსტრია შეშფოთებას გამოხატავს. შეშფოთების მიზეზი კი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან არახელსაყრელი პირობების შექმნაა.
საქმე ინტერნეტში განთავსებულ სხვადასხვა სახის თამაშს ეხება, რომელიც კრიპტო და Blockchain ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული.
შეფასებისა და ადმინისტრაციის კომიტეტმა განიზრახა, რომ თამაშის სისტემაში გაშვებამდე ის 5-ვარსკვლავიანი სიტემით უნდა შეფასდეს.
INews24-ის თანახმად, მაკონტროლებელმა გადაწყვიტა რეიტინგის მინიჭება შეეჩერებინა სამხრეთ კორეული ტექნიკური გიგანტის, Kakao-ს მიერ შემუშავებული თამაშისთვის.
ამ ეტაპზე კი რეიტინგის მინიჭების თარიღი უცნობია.
Kakao სამხრეთ კორეის ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელია.
შეგახსნებთ რომ, Kakao სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ჩეთის აპლიკაციას, KakaoTalk-ს მართავს.
ამასთანავე, ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Kakao საკუთარი Blockchain პლატფორმის შექმნას აპირებდა.