სამხრეთ კორეა საარჩევნო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
1552

სამხრეთ კორეის მთავრობა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვას განიხილავს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მეცნიერების სამინისტრო და ეროვნული საარჩევნო კომისია ერთად გეგმავს ონლაინ კენჭისყრის სისტემაში Blockchain-ის დანერგვას. საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება მომდევნო თვეში. საკითხი ასევე განიხილება სამხრეთ კორეის ინტერნეტ უსაფრთხოების სააგენტოსთან და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის Blockchain საზოგადოებასთან ერთად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ Blockchain ტექნოლოგია ამომრჩეველთა ავტორიზაციას ავტომატურ რეჟიმში მოახდენს და არჩევნებიც უფრო გამჭვირვალედ, მაგრამ, ამასთანვე, უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტებით წარიმართება.

“კენჭისყრა ჩატარდება მობილური და პერსონალური კომპიუტერებით. მონაცემები შენახული იქნება ქსელში და ყველა ამომრჩეველი შეძლებს ხმის მიცემის შედეგების ნახვას”,- აღნიშნულია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა აშშ-ში, დასავლეთ ვირჯინიის შუალედურ არჩევნებში დროს უკვე დაფიქსირდა. საარჩევნო დღეს ამომრჩეველი სასურველ კანდიდატს ხმას Blockchain ტექნოლოგიის საშუალებით აძლევდა.

ამასთანავე, მედიაში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისთვის 207 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი