სამხრეთ კორეის Blockchain-ის ასოციაციამ ცოტა ხნის წინ რეგულაციის სისტემა გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც არის კრიპტოვალუტის ბირჟების სავაჭრო გამჭვირვალობის გაზრდა.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეონ ჰა-ჯინმა სამხრეთ კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის პრესკონფერენციაზე დაანონსა აღნიშნული რეგულაციის სისტემის გამოშვება.
სისტემამ უნდა მიიღოს მომხმარებელთა დაცვისთვის ზომები. ამასთანავე, კრიპტობირჟების საქმიანობა უნდა იყოს მეტად გამჭვირვალე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფულის გათეთრების და სხვა უკანონო საქმიანობები.
Korea Times-ის თანახმად, შემოთავაზებული სისტემა შედგება ხუთი ძირითადი მოთხოვნისგან, მათ შორის არის აუდიტისა და საფინანსო ანგარიშების რეგულარული გამოქვეყნება.
სამხრეთ კორეის Blockchain-ის ასოციაციამ ადგილობრივი ბირჟებისთვის თავდაპირველად თვითრეგულაციის სისტემის შემოღება დაუშვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა ორგანომ, ქვეყნის ფინანსური მომსახურების კომისიამ განაცხადა, რომ აპირებდა სამი კონკრეტული კრიპტობირჟის შემოწმებას, რათა ამით ბოლოს შემოღებული ანტი-ანონიმური სისტემის გამართულობაში დარწმუნებულიყო.