KB Bank-ი პირველ კრიპტო საინვესტიციო ფონდს ქმნის

0
951

სამხრეთ კორეაში დაფუძნებული Kookmin Bank-ი, პირველი ბანკი იქნება, რომელიც ადგილობრივ ინვესტორებს კრიპტო საინვესტიიო პროდუქტს შესთავაზებს.

KB-მ განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ციფრული ვალუტების მართვის მოსამზადებელი კომიტეტი, რათა დადგინდეს პროდუქტისა და სტრატეგიის შესაძლებლობები. საუბარია კრიპტოვალუტისა და ხელოვნური ინტელექტის საინვესტიციო ფონდებზე.

ბანკი კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების (ETF) და ფიუჩერსული პროდუქტების გამოშვებას აპირებს. კომიტეტი ასევე შეაფასებს საინვესტიციო ფონდების რისკსა და შესაბამისობის საკითხებს.

აღნიშნული გეგმები, ბანკის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა, ჰონგუნ კიმმა დაადასტურა.

KB Financial Group-ი, ქვეყნის უმსხვილესი კომპანიაა. კვლევითი პლატფორმის Macrotrends-ის მიხედვით, 2021 წლის სექტემბრისთვის კომპანიას დაახლოებით 520 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა.

ამჟამად, ბანკი კრიპტო საინვესტიციო ფონდების შექმნაზეა ორიენტირებული.

თავისი მომხმარებლებისთვის ახალი საინვესტიციო ფონდის ამოქმედებით, KB-ი პასუხობს ბაზარს, რომელიც სულ უფრო მგრძნობიარე ხდება კრიპტო და NFT ინვესტიციების მიმართ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი