სამხრეთ კორეაში მაინინგის თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

0
1658

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეის სასამართლომ 43 წლის მამაკაცს 2 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 249 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის მაინინგის თაღლითობაში ედება ბრალი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. სავარაუდოდ, ბრალდებული არალეგალურ კომპანიაში 2017 წლის 1 მაისიდან 23 სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა.

სამართალდამცავების თქმით, დაკავებულმა აქტიური როლი შეასრულა დაზარალებულებისთვის ყალბი განცხადებების გაგზავნის საქმეში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ხალხი მოატყუა, რადგან მომხმარებლებს მაინინგის საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების 60% შეპირდნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ პირობის შესრულებას კომპანია არ აპირებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეის სამთავრობო სააგენტომ კრიპტოვალუტების არაკანონიერი გზით გამოყენების წინააღმდეგ ზომები უკვე მიიღო.

ქვეყნის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას გეგმავს. შემუშავებული პროგრამის შედეგად ქსელში კრიპტოვალუტის არასანქცირებული ტრანზაქციების კვალი ფიქსირდება.

New Daily–ის ცნობით, ამ საკითხზე სამხრეთ კორეის მთავრობა იანვრიდან მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებამ ბევრი დაბრკოლება გადალახა სამხრეთ კორეაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის გამოძიებაზე. ამ საქმეში ციფრული ვალუტით ვიდეო შესყიდვებიც ფიქსირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი