Pick n Pay-ს ქსელში ბიტკოინით გადახდა შესაძლებელი იქნება

0
912

სამხრეთ აფრიკის სასურსათო გიგანტი “Pick n Pay” ქვეყნის ყველა მაღაზიაში ბიტკოინის მიღებას აპირებს.

Pick n Pay, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი, აპირებს, რომ თავის მომხმარებელს ბიტკოინით გადახდის საშუალება მისცეს.

სამხრეთ აფრიკაში დაფუძნებული ტექნოლოგიური საინფორმაციო გამოშვების Tech Central-ის თანახმად, Pick N Pay კრიპტოვალუტის გადახდის სერვისის გავრცელებას თავისი მაღაზიების ქსელში ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ გგეავს, რაც სატესტოდ შერჩეულ მაღაზიებში ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება. ამის შემდეგ კრიპტო გადახდის დანერგვა ქსელში მომდევნო თვეების განმავლობაში განხორციელდება.

სუპერმარკეტების ქსელმა, სავარაუდოდ, დაიწყო ექსპერიმენტები ბიტკოინის გადახდებზე ხუთი წლის წინ კეიპტაუნში, მაგრამ შეფერხდა.

ქვეყნის მასშტაბით გაშვება ნიშნავს, რომ მომხმარებლები სასურველი საქონელისათვის ადგილობრივი ვალუტის, რანდის, კონვერტაციით ბიტკოინზე გადაიხდიან. ეს კი სანდო აპლიკაციების გამოყენებით ან უბრალოდ შესაბამისი QR კოდის სკანირებით მოხდება.

მოხსენების თანახმად, კრის შორტმა, Pick n Pay-ის IT ჯგუფის აღმასრულებელმა, გაიზიარა, რომ წლების განმავლობაში კრიპტოვალუტის ტექნოლოგიის წინსვლამ და ევოლუციამ შესაძლებელი გახადა ხელმისაწვდომი სერვისის უზრუნველყოფა მაღალი მოცულობის, დაბალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ფინანსური ინკლუზიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი