რუსეთი, სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის გამოყენებას აკრძალავს. როგორც ცნობილია, ამჟამად, მიმდინარეობს მზადება კრიპტოვალუტების გამოყენების აკრძალვისა, რომელიც გულისხმობს სასაქონლო ვაჭრობაში ციფრული ვალუტის გამოყენებას.
რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტის ინდუსტრია მხარდაჭერილი აღარ იქნება არც ცენტრალური ბანკისგან და არც ფინანასთა სამინისტროს მხრიდან.
დღესდღეობით რუსეთში კრიპტოვალუტის გამოყენება შეიძლება ელექტრონული კომერციისთვის. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს კომპანიები, რომელთა თანამშრომლები თანახმა არიან, რომ ანაზღაურება ბიტკოინით ან ეთერიუმით აიღონ.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ბოლო განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტის კონცეფციის სამართლებრივად განსაზღვრების დაჩქარების საჭიროება არ იდგა.
რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდერ კონოვალოვმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის სტატუსი ჯერ არ განისაზღვრება. თუმცა ისიც დაამატა, რომ კრიპტოვალუტის გადახდის მეთოდად გამოყენება რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პარლამენტმა 2018 წლის მაისში პირველი მოსმენით მიიღო კანონი ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ. თუმცა, შემოდგომაზე ტერმინოლოგია შეიცვალა და მას “ციფრული უფლებები” ეწოდა. რაც შეეხება მაინინგს, ის კანონიდან საერთოდ ამოიღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი კრიტიკულად შეფასდა კრიპტო ინდუსტრიის მიერ.