რიპლიმ ბანკებთან და ფულადი გზავნილების კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმა

0
2763

რიპლიმ ბანკებთან ასევე, ფულადი გზავნილების ორგანიზაციებთან ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ხელშეკრულება გააფორმა.

ორი ბანკი – Itaú Unibanco ბრაზილიიდან და IndusIn-ი ინდოეთიდან, ფულადი გზავნილების კომპანიები: სინგაპურიდან InstaReM-ი, ბრაზილიიდან Beetech-ი, კანადიდან Zip Remit-ი რიპლის სხვადასხვა პლატფორმას საერთაშორისო გადარიცხვების გასაუმჯობესებლად მიიღებს.

Beetech-სა და Zip Remit-ს შეუძლია გამოიყენოს Ripple-ის XVia პროდუქტი, რათა მომხმარებელებს ტრანზაქციების პროცესი გაუადვილოს. IndusInd-ი, InstaReM-ი და Itaú Unibanco იყენებენ xCurrent-ს ფინანსური ინსტიტუციებისათვის საერთაშორისო გადარიცხვების დროს.

აღსანიშნავია, რომ Beetech-ი და Zip Remit-ი გეგმავს სამუშაო ურთიერთობებს ჩინეთში დაფუძნებული LianLian-თან, რომელმაც ასევე, ცოტა ხნის წინ, დაიწყო xCurrent-ის გამოყენება.

“რიპლის ეს ნაბიჯი Blockchain-ის startup-ის წევრებს დაეხმარება უპირატესობა ჰქონდეთ ფულადი გზავნილების კომპანიების მზარდ ქსელში”,- განაცხადა InstaReM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრეჯით ნანუმ.

რიპლის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, პატრიკ გრიფინმა დაამატა, რომ ახალ პარტნიორებს დაეხმარება ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.

“უმნიშვნელოვანესია, რომ მსოფლიო ფინანსური ინსტიტუციების გადარიცხვების სისტემაში შევიტანოთ ეს სიახლე მომხარებლების სასარგებლოდ და არა, მათ საწინააღმდეგოდ”,- აღნიშნა პატრიკ გრიფინმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი