ანალიტიკოსები კრიპტოვალუტების ფასის მატებასთან ერთად რისკებზეც საუბრობენ

0
2604

კრიპტოვალუტების და განსაკუთრებით ბიტკოინის ფასის მატების შემდეგ ანალიტიკოსები რისკებზეც აპელირებენ.

ექსპერტების მოსაზრების თანახმად, თუ ბიტკოინის კურსი 8.566 დოლარის მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოვა მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასმა კიდევ უფრო დაიწიოს და 7.750 დოლარის დონეზე დაფიქსირდეს.

კლების ტენდენციის დროს კურსი 7.750-სა და 7.760 დოლარს შორის იმოძრავებს. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ პოზიციები 7.400 დოლარზე შეინარჩუნონ.

ეთერიუმის შემთხვევაში ფასის კლების მაჩვენებელი 440-დან 404 დოლარს შორის მერყეობს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ზრდის ტენდენციად ის ჩაითვლება, თუ კრიპტოვალუტა 500 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

მანამდე კი, ექსპერტები ტრეიდერებს რეკომენდაციას აძლევენ და 400 დოლარზე ურჩევენ ხანგრძლივი პოზიციის შენარჩუნებას.

ლაიტკოინი 24 ივლისსა და 25 ივლისს 91 დოლარის დონეს ჩამოსცდა და მას შემდეგ 80-დან 91-ის დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ მოსალოდნელი ფასის ნიშნული 74 დოლარია.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიწევს მაშინ შესაძლოა, რომ კრიპტოვალუტის კურსი 57 დოლარზე დაეცეს. თუმცა, ფასის ზრდის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის კურსი 91 დოლარის მაჩვენებელს ასცდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი