პოლონეთის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის მიმართ საგადასახადო რეგულაცია დროებით შეაჩერა. როგორც სამინისტრო აცხადებს, საჭიროა კრიპტოვალუტის სივრცის სიღრმისეული შესწავლა, რათა მომავალში უკეთესი რეგულირებისა და საგადასახადო პოლიტიკა შექმნას.
აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვის ბოლოსთვის მზად იქნებოდა კრიპტოვალუტის დაბეგვარასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
ამასთანავე, ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტებით განხორციელებულ ტრანსფერს ქონებრივი საკუთრების კონტექსტში განიხილავს.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საგადასახადო ინსტრუქციების საპასუხოდ, Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა. აღნიშნულ პეტიციას ხელი 5000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ხელმომწერები მოითხოვდნენ კრიპტოვალუტის ბაზრის გათავისუფლებას და ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გაუქმებას.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის დაბეგვრა არსებული ფორმით გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ხდება ისეც, რომ დასაბეგრი თანხა ხშირად აღემატება ინვესტიციის სახსრებს.
“დაბეგვრის საკითხის დროებით მიტოვება საშუალებას მისცემს სპეციალისტებს კრიპტოვალუტა სიღრმისეულად შეისწავლონ და მოამზადონ, მათ შორის საგადასახადო კონტექსტში, მარეგულირებელი სისტემის გადაწყვეტილება”.
როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ პროექტი 15 ივნისს გახდება ცნობილი.