პერუ სტაბილკოინის პროექტზე მუშაობს

0
1453

პერუს სტაბილკოინი Stellar-ის Blockchain-ზე მუშაობას დაიწყებს.

პერუს ოფიციალურ ვალუტაში, პერუს სოლით ახლა უკვე შესაძლებელია სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები, რადგან მას დაემატა ციფრული ვალუტისათვის დამახასიათებელი ფუნქციები. სტაბილკოინს “ციფრულ სოლს” უწოდებენ.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტაბილკოინი არის 100%-ით მხარდაჭერილი ადგილობრივი ვალუტით და ხელმისაწვდომია Stellar-ის ქსელში ინტეგრირებულ ნებისმიერ პლატფორმაზე.

განცხადების თანახმად, ციფრული სოლი უკვე ხელმისაწვდომია.

”ციფრული სოლი პერუს ბაზრის საზღვრებს ხსნის, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და კომპანიებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ და მიიღონ გადასახადები, გაცვალონ ღირებულება მსოფლიოს ყველა ვალუტაში, ეს ყველაფერი კი რამდენიმე წუთში და ძალიან დაბალ ფასად,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, სტაბილკოინის გამოშვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში კოლუმბიასა და ჩილეში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის პრეზიდენტი სტაბილკოინის მიღებას მხარს უჭერს. არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა ციფრული ვალუტის მხარდასაჭერად განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა ქვეყანამ კრიპტოვალუტა არ მიიღოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი