პერუს მარეგულირებელი კრიპტოვალუტის საკითხს განიხილავს

0
1384

პერუს მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ადგილობრივ ბირჟებზე ჩატარებული კვლევები COVID-19 პანდემიის მიუხედავად გაგრძელდება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების გზებს ეძებს.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Gestion-ის ცნობით, პერუს ფინანსური დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა, სერხიო ესპინოსამ აღნიშნა, რომ საჭიროა კრიპტოვალუტის პოლიტიკის შემუშავება ქვეყანაში. ესპინოსამ ციფრული ვალუტის პოლიტიკის შემუშავებას პრიორიტეტული უწოდა.

”ერთ-ერთი თემა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ეს არის ბიტკოინთან და სხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საკითხები. ბიტკოინი და დანარჩენი კრიპტოვალუტა არ არის რეალური ვალუტა, მაგრამ არსებობს და მიმდინარეობს ვაჭრობა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საჭიროა ამ საკითხზე პოლიტიკური ხედვის და მარეგულირებელი სისტემის შემუშავება”,- აღნიშნა პერუს ფინანსური დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად Blockchain-ის მიმართ კეთილგანწყობისა, კრიპტოვალუტის მიმართ არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ქვეყანას.

“ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტას კურსის მაღალი მერყეობის გამო მხარს არ უჭერენ. ამასთანავე, ციფრული ვალუტა რისკის შემცველია და შესაძლოა, თაღლითურ გარიგებებშიც იქნეს გამოყენებული”,-ნათქვამი იყო პერუს მთავრობის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი