პერუს ცენტრალური ბანკი მომხმარებელს კრიპტოვალუტის ფასის რყევების შესახებ აფრთხილებს

0
1745

პერუს ცენტრალურმა ბანკმა მომხმარებლებისთვის Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა. ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ციფრული ვალუტების მაღალი არასტაბილურობის გამო ადამიანებს, ვინც კრიპტოვალუტას ფლობდა ვაჭრობის დროს სიფრთხილე გამოეჩინა.

მეტი დამაჯერებლობისთვის ცენტრალურმა ბანკმა “ბლუმბერგის” გრაფიკი წარმოადგინა. გრაფიკზე ბიტკოინის ფასის მოძრაობა იყო ასახული 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე.

“ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტას კურსის მაღალი მერყეობის გამო მხარს არ უჭერენ. ამასთანავე, ციფრული ვალუტა რისკის შემცველია და შესაძლოა, თაღლითურ გარიგებებშიც იქნეს გამოყენებული”,-ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად, პერუს კრიპტოვალუტის სფეროზე მარეგულირებელი სისტემა არ აქვს. თუმცა 2017 წლის სექტემბერში, ქვეყნის საბანკო და სადაზღვევო კომპანიები Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ R3 კონსორციუმს შეუერთდა.

კონსორციუმის მიზანი ტექნოლოგიის ირგვლივ კვლევის ჩატარება იყო. კვლევის დროს ასევე უნდა გამომჟღავნებულიყო ქვეყნის მასშტაბით Blockchain-ის შესაძლო გამოყენების საკითხები.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს პერუში კრიპტოვალუტით ვაჭრობა უფრო პოპულარული საქმიანობა იყო, ვიდრე დღეს არის. Crypto statistics website-ის მონაცემებით, Coin Dance-ზე სექტემბერში თვეში ერთი კვირის განმავლობაში მომხმარებელი დაახლოებით 17 ბიტკოინში დებდა ინვესტიციას, როდესაც 2017 წელს იმავე პერიოდში ერთ კვირაში 150 ბიტკოინზე მიმდინარეობდა ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი