პაკისტანის პრეზიდენტი Blockchain ტექნოლოგიის მიმართულებით მეტი ტრენინგის ჩატარებას ითხოვს

0
955

არიფ ალვიმ, რომელიც ამჟამად პაკისტანის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, განვითარებად ტექნოლოგიებში დამატებითი ტრენინგების ჩატარება მოითხოვა.

Blockchain ტექნოლოგიის ექსპერტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების სფეროსა და Blockchain-ის განვითარებას გეგმავს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პაკისტანის ფონდი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზად უნდა იყოს, რაც საჯარო და კერძო სექტორებში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას გულისხმობს.

პაკისტანის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარება მრავალი კუთხით იქნება სასიკეთოდ გამოყენებული. მისი თქმით, მთავრობის ხელში ეს ტექნოლოგიები ინსტრუმენტი იქნება, რომლის დახმარებითაც, ტრანზაქციების თვალყურის დევნება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გამჭვირვალეობის გაზრდა იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ანალიტიკურმა კომპანია Chainalysis-მა გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა სტატისტიკა სადაც, პაკისტანი კრიპტოვალუტის მიღების რეიტინგში მესამე ქვეყანა იყო ინდოეთისა და ვიეტნამის შემდეგ.

თუმცა მედიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, პაკისტანის სახელმწიფო ბანკი (SBP) ყველა ადგილობრივი კრიპტო ტრანზაქციის აკრძალვას ცდილობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი