მექსიკაში ბანკების მხრიდან ფულის გათეთრების შემთხვევები Blockchain სექტორისას აჭარბებს

0
1322

რამდენიმე დღის წინ მექსიკის საგამომძიებო ფინანსურმა სამსახურმა ეროვნული რისკის შეფასების შედეგები გამოაქვეყნა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ საბანკო სექტორში ფულის გათეთრების რისკი ბევრად აჭარბებს ისეთ პრობლემებს, რომლებიც გვხვდება fintech კომპანიებთან დაკავშირებით.

El Economyista-ს თანახმად, ე.წ. G7 საბანკო ჯგუფის – BBVA, Santander-ი, Citibanamex-ი, Banorte, HSBC-ი, Scotiabank-ი და Inbursa – საქმიანობაში ფულის გათეთრების გაცილებით მეტი შემთხვევაა, ვიდრე Blockchain კომპანიებთან.

საბროკერო კომპანიები, კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები ასევე შედიან ანგარიშში მოცემული ”მაღალი რისკის ჯგუფის” კლასიფიკაციაში.

ივლისში მექსიკის მედიამ კვლევა გაავრცელა, რომელიც ცხადყოფს ადგილობრივების მხრიდან ნდობის ნაკლებობას საზოგადოებრივი cloud network-ის უსაფრთხოების მიმართ. ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გამოყენებით თაღლითური ფინანსური მაქინაციების მატება არის.

გამოკითხვაში მონაწილე პირები აცხადებდნენ, რომ ბოლო თვეებში ციფრული ვალუტის გამოყენებით კიბერთავდასხმები გახშირდა.

მიუხედავად გახშირებული თაღლითობის შემთხვევებისა, უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკამ კორონავირუსთან ბრძოლაში ციფრული ვალუტა აქტიურად გამოიყენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი