მერსედეს-ბენცი Blockchain-ის დანერგვაზე მუშაობს

0
1565

გერმანიის საავტომობილო ბრენდმა “მერსედეს-ბენცმა” Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნა, რომელიც გამჭვირვალობისა და მდგარი განვითარების ხელშემწყობი იქნება.

“მერსედეს-ბენცი” გერმანიის საავტომობილო კორპორაცია Daimler AG-ის პარტნიორია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანია Icertis-თან ერთად. თავის მხრივ კი, ამერიკული კომპანია Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე არის ორიენტირებული.

“მერსედეს-ბენცმა განაცხადა, რომ ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას იძლევა დოკუმენტებისა და კონტრაქტების კომპლექსურ შენახვას.

პროექტი მიზნად ისახავს, რომ მოხდეს დოკუმენტების გამჭვირვალედ შენახვა. ამ ეტაპზე მხარეები უკვე საპილოტე პროექტის ტესტირების რეჟიმში არიან.

“მერსედეს-ბენცის” წარმომადგენელი ვაილკო სტარკი აცხადებს, რომ Blockchain-მა შესაძლოა, ტექნოლოგიების მხრივ ღირებულებათა სისტემა შეცვალოს.

“Blockchain ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი რევოლუცია მოახდინოს მთლიანად ჩვენს სფეროში, რაც მაგალითად, გამოიხატება შესყიდვების პროცესზე გავლენის მოპოვებაში. ამჟამად, ჩვენ Blockchain პლატფორმის შექმნის პირველ ეტაპზე ვართ. ჩვენი მიზანი კი გამჭვირვალობის მაქსიმალურად გაზრდა არის”,- აღნიშნა “მერსედეს-ბენცის” წარმომადგენელმა ვაილკო სტარკმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი