მარშალის კუნძულები დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციებს იურიდიულ პირებად აღიარებს

0
958

მარშალის კუნძულების რესპუბლიკამ ოფიციალურად აღიარა დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO), როგორც იურიდიული პირები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რესპუბლიკა კოლექტიურ საკუთრებაში არსებულ და მართულ Blockchain პროექტებს ოფიციალურად აღიარებს.

DAO-ებმა, რომლებიც არიან Blockchain-ზე დაფუძნებული ერთეულები, მარშალის კუნძულების მთავრობის მიერ აღიარებას მაშ შემდეგ მიაღწიეს, რაც ქვეყანამ შესწორებული არაკომერციული სუბიექტების აქტი 2021 წელს მიიღო.

მიმდინარე მდგომარეობით, ახალი კანონმდებლობა ნებისმიერ DAO-ს საშუალებას აძლევს დარეგისტრირდეს და აწარმოოს ოპერაციები მარშალის კუნძულებზე.

ბობი მიულერი, მარშალის კუნძულების რესპუბლიკის ყოფილი მთავარი მდივანი და MIDAO-ს თანადამფუძნებელი, აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა „Blockchain ტექნოლოგიების რევოლუციაში“ თავისი წვლილი არამარტო შეიტანოს, არამედ წამყვან პოზიციაზეც აღმოჩნდეს.

მისი თქმით, DAO-ები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ უფრო ეფექტური და ნაკლებად იერარქიული ორგანიზაციების შექმნაში.

მარშალის კუნძულები არის დამოუკიდებელი კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში ეკვატორის მახლობლად, რომლის მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით დაახლოებით 59,000-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მარშალის კუნძულები ციფრული ვალუტების გამოყენების მაგალითებს 2018 წლიდან მოყოლებული აქტიურად შეისწავლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი