Dallas Mavericks-ის მილიარდერმა მფლობელმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აკეთებს იმას, რასაც ამბობს.
მარკ კუბანმა დაადასტურა, რომ ფლობს ბიტკოინს და არ ფლობს ოქროს.
Bill Maher’s Club Random პოდკასტის უახლეს ეპიზოდში Dallas Mavericks-ის მილიარდერი მფლობელი მარკ კუბანი მხარს უჭერდა იდეას, რომ ბიტკოინი ოქროზე უკეთესი ღირებულების საცავია.
საპასუხოდ მაჰერმა ღიად აღიარა, რომ ის ბიტკოინის წინააღმდეგია.
„მინდა, რომ ბიტკოინის ფასმა კიდევ უფრო დაიწიოს, რათა კიდევ მეტი ვიყიდო“,- განაცხადა მარკ კუბანმა.
მედიასთან საუბრისას კუბანმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ფლობს უფრო მეტ ბიტკოინს, ვიდრე ოქროს.
შეგახსენებთ, რომ Dallas Mavericks–ის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის მფლობელმა ადრე ისიც განაცხადა, რომ მას სძულს ოქრო, როგორც ინვესტიცია. თუმცა მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს.
“ორივეს ღირებულება დაფუძნებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე. კარგი ამბავი ბიტკოინის შესახებ კი ის არის, რომ ოდესმე საბოლოო მარაგიც გვექნება”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.