მალტის მარეგულირებელმა კიდევ ერთი ლიცენზია გასცა.
კრიპტოვალუტის ბირჟისა და სადებეტო ბარათის მომწოდებელმა Crypto.com–მა მალტის მარეგულირებლის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
განცხადების თანახმად, მალტის ფინანსური მომსახურების სააგენტომ (MFSA) Crypto.com–ს ორი ფინანსური ლიცენზია მიანიჭა: ფინანსური ინსტიტუტის ლიცენზია და მე-3 კლასის ციფრული ფინანსური აქტივების ლიცენზია.
ფინანსური ინსტიტუტის ლიცენზია Crypto.com–ს საშუალებას აძლევს ოფიციალურად უზრუნველყოს გადახდის მომსახურება და ელექტრონული ფულის გაცემა. მე-3 კლასის ლიცენზიის საშუალებით კი კომპანია ინვესტიციების მართვის სერვისებს, მეურვეობასა და ვაჭრობას სთავაზობს, როგორც პროფესიონალ, ისე არაპროფესიონალ ინვესტორებს.
განცხადების თანახმად, Crypto.com-ი არის ერთ– ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მიიღო მარეგულირებლის ნებართვა მას შემდეგ, რაც სააგენტომ მესამე კლასის ლიცენზიის გაცემა დაიწყო. ამ ლიცენზიების მიღებამდე Crypto.com-ი შედარებით განსხვავებულ რეჟიმში მუშაობდა.
Crypto.com–ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის მარსალეკმა განაცხადა, რომ კომპანიას იმედი აქვს იმის, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ქვეყნის მარეგულირებელი სტრუქტურისგან მიიღებს მუშაობის ნებართვას.