მალაიზიის შტატის, ჯოჰორის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კრიპტოვალუტის მაინინგის ორი ოპერაცია შეაჩერეს.
როგორც ცნობილია, მაინერებმა სამი წლის განმავლობაში 600.000 დოლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია უკანონოდ მიითვისეს.
ქვეყნის ენერგეტიკის კომისიის რეგიონულმა დირექტორმა, ნაზლინ ალიმ სადიხიმ განაცხადა, რომ ერთ–ერთი კრიპტოვალუტის მომპოვებელი 100 მოწყობილობა სამი წლის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა. მეპატრონეებმა კი მხოლოდ 7-14 დოლარი გადაიხადეს ელექტროენერგიაში.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ ელექტროენერგიის უკანონო გაყვანილობა. ელექტროენერგია პირდაპირ მოწყობილობებს მიეწოდებოდა, ყოველგვარი მრიცხველის გარეშე”,- აღნიშნა ენერგეტიკის კომისიის რეგიონულმა დირექტორმა.
ადგილობრივი მედიის, The Star–ის ცნობით, მაინერები ყოველთვიურად თითქმის 20,000 აშშ დოლარის ელექტროენერგიას მოიხმრდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შემთხვევა, არალეგალური მაინინგის მხრივ, პირველი არ არის.
შეგახსნებთ, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ მალაიზიის პოლიციამ ოთხი კრიპტოვალუტის მაინერი დააკავა. მათი დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ისინი ელექტროენერგიას სახელმწიფო ელექტროსადგურიდან იპარავდნენ.
გამოძიების თანახმად, დაკავებულები კომპანიისგან თვეში 59,000 დოლარის ღირებულების ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ.