მალაიზიის პოლიციამ კრიპტოვალუტის თაღლითობის სქემა გამოავლინა

0
1441

მალაიზიის პოლიციამ ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავა. დაკავების მიზეზი ციფრული ვალუტის თაღლითურ სქემაში მონაწილეობა არის. საქმე ეხება ბიტკოინთან დაკავშირებულ არაკანონიერ საქმიანობას.

თაღლითური სქემა ინვესტორებზე თავდასხმას და მათი კუთვნილი ბიტკოინების მისაკუთრებას გულისხმობდა.

სამართალდამცავების თქმით, თაღლითურ ჯგუფზე ორთვიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ყველა ეჭვმიტანილი 20-დან 30 წლამდე ასაკისაა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თაღლითური სქემის მონაწილეები ინვესტორებს WeChat-ის საშუალებით დაუკავშირდნენ.

დაკავებულებს თაღლითობისთვის სისხლისსამართლებრივი კოდექსით გათვალისწინებული ბრალდება წაუყენეს. დაკავებულებს სასამართლომ შესაძლოა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს.

ამავდროულად, მათ ასევე შესაძლოა, საემიგრაციო წესით ბრალდება წაუყენონ და დამნაშავეებს ჯარიმის გადახდაც მოუწიოთ. თუკი ისინი ჯარიმას გადაიხდიან შესაძლოა, სასჯელი გაუნახევრდეთ.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, პოლიცია კვლავ იძიებს თაღლითობის შედეგად დაზარალებულ პირთა საქმეს და ადგენს მითვისებული თანხის ოდენობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი