მაიკლ ნოვოგრაცი უპირატესობას ბიტკოინს ანიჭებს

0
1405

Galaxy Digital-ის დირექტორმა მაიკლ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ Telegram-ის ციფრული ვალუტის არსებობის საჭიროება არ დგას.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

მაიკლ ნოვაგრაცი უპირატესობას კვლავ ბიტკოინს ანიჭებს.

მედიით არაერთხელ გავრცელდა მაიკლ ნოვოგრაცის მიერ გაკეთებული პროგნოზი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით.

”ბიტკოინის კურსი მომდევნო თვეების განმავლობაში არამდგრადი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ 2020 იქნება და უნდა იყოს კიდეც ბიტკოინის წელი”.

რამდენიმე თვის წინ CNBC-სთან ინტერვიუს დროს მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ბიტკოინი საუკეთესო ბრენდია:

”ბიტკოინი, ალბათ, ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში საუკეთესო ბრენდია, რომელსაც 200 მილიარდდოლარიანი საბაზრო კაპიტალიცაზია აქვს”.

Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, ბიტკოინის ფასი 45%–იან ზრდას ითვალისწინებდა.

“ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ მიაღწიოს და გადააჭარბოს თავის ისტორიულ მაქსიმუმს, 20.000 დოლარს”,- განაცხადა მაიკ ნოვოგრაციმ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსის ნიშნული 8.700 დოლარის ნიშნულს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი