ციფრული ვალუტის უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა: Binance.UK, Coinbase, CryptoCompare, რიპლი, eToro, Electroneum, Simmons & Simmons-ი ასოციაციას ქმნიან და სტრატეგიული მიმართულებით ერთიანდებიან.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კრიპტო პოლიტიკის შემქმნელებთან ასოციაციის წევრები მარეგულირებელი სისტემის საკითხზე მუშაობენ.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ციფრული აქტივების ბირჟა Dacxi კრიპტო ასოციაციას უერთდება.
ასოციაციის განცხადების თანახმად, Dacxi გუნდის მე-8 აღმასრულებელი წევრი გახდა. ასოციაციამ თავის განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად იგი ორიენტირებულია გაერთიანებული სამეფოს ხაზინის საზოგადოებრივი კონსულტაციის რეაგირებაზე, რაც კრიპტო აქტივების მარეგულირებელ მიდგომასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრების შეჯერებას გულისხმობს.
ამასთანავე, Dacxi-ს აღმასრულებელი წევრის სტატუსით დამატება იქამდე მოხდა, სანამ ჯგუფი ქვეყნის ფინანსური ქცევის ორგანოს ნოემბრის წინადადებას ოფიციალურად უპასუხებს. 22 იანვარს ფინანსური მაკონტროლებელი დახურავს საჯარო კონსულტაციებს მოსაკრებლის ზრდის შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ.
Dacxi-ს მმართველმა დირექტორმა, ქეთრინ ვულერმა განაცხადა, რომ ასოციაციის წევრობა დიდი ბრიტანეთის ეკოსისტემაში კომპანიის როლსა და გავლენაზე მეტყველებს.