კრიპტო სტარტაპი ევროს მონუმენტისთვის ერთ მილიონს გამოჰყოფს

0
927

ფრანკფურტში დაფუძნებული კრიპტო სტარტაპი Caiz Development-ი უზრუნველყოფს 1 მილიონი ევროს, ანუ დაახლოებით 961,000 აშშ დოლარის, დაფინანსებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

სტარტაპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ კარგი მარკეტინგული შესაძლებლობა დაინახა მხარდასაჭერად, რომელიც მათ უნიკალური ექსპოზიციის მოპოვებაშიც დაეხმარებათ. საუბარია 14 მეტრი სიმაღლის ევროს მონუმენტზე, რომლის გვერდითაც სტარტაპი თავისი პროდუქტის დაფასაც განათავსებს.

ევროს შემოღების აღსანიშნავად ევროს ცნობილი მონუმენტი 2001 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის შტაბ-ბინასთან დაიდგა.

ბოლო წლებში მონუმენტს პრობლემები შეექმნა, რადგან მას ხშირად არბევდნენ, რის გამოც ფრანკფურტის კულტურის კომიტეტი ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 250 000 ევროს, რათა მონუმენტი სათანადო მდგომარეობაში შეენარჩუნებინა.

კომიტეტმა მოითხოვა სპონსორობის მხარდაჭერა 110 ბანკისგან ქანდაკების გადასარჩენად, მაგრამ არცერთ მათგანს არ სურდა ევროს მონუმენტის მხარდაჭერა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მანფრედ პოლმა, განაცხადა, რომ იმ ბანკებიდან, რომელთაც მიწერეს 90-ს პასუხიც კი არ დაუბრუნებია, ვინც დაუბრუნა კი საკმარისი თანხები ვერ გაიმეტა აღნიშნული სკულპტურის გადასარჩენად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი