BitMEX-ი 150.000 დოლარის ოდენობის კრიპტო კვლევის დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს

0
1131

პოპულარულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, BitMEX–მა განაცხადა, რომ 150,000 დოლარის გრანტი კალვინ კიმისთვის, კორეელი ბიტკოინის მკვლევარისათვის არის გამოყოფილი. კალვინ კიმის გრანტი უზრუნველყოფს დახმარების მეორე ინსტანციას, რომელშიც BitMEX-მა მხარი დაუჭირა.

ამჟამინდელი კვლევისთვის, კიმი გეგმავს Utreexo–ს დანერგვას ბიტკოინის განლაგებაში, Go და Rust პროგრამირების ენების გამოყენებით. ის ასევე მუშაობს ბიტკოინის “საწყისი ბლოკის” ჩამოტვირთვის დროის გაუმჯობესებაზე.

პროტოკოლის დიზაინი პირველად შემოთავაზებული იქნა MIT ციფრული ვალუტის ინიციატივის მკვლევარ თადეუს დრაიჯას მიერ, რომელიც ასევე Lightning Network-ის თანაავტორია.

ახალი გრანტი BitMEX-მა ადამიანის უფლებათა ფონდის, HRF-ის დახმარებით გასცა, რომელიც გლობალური მასშტაბით მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა აქტივიზმს სხვადასხვა სექტორში.

HRF-ი 50,000 აშშ დოლარის ოდენობას BitMEX-ის 100,000 აშშ დოლარიან გრანტს კალვინ კიმისთვის ამატებს. კვლევა ერთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი