Binance-ი იაპონიის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დონაციას კრიპტოვალუტაში მიიღებს

0
1419

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა გამოაქვეყნა განცხადება კრიპტო შემოწირულობების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქველმოქმედების მიზანია დასავლეთ იაპონიაში ივლისში განვითარებული ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

ივნისის ბოლოდან ივლისამდე შუა რიცხვებამდე იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყალდიდობამ და მეწყერმა 23 პრეფექტურიდან 8 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას 225 ადამიანი შეეწირა. ასევე, როგორც ცნობილია წყალდიდობამ 17.000 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

Binance-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, დაზარალებულების დასახმარებლად ბირჟა კრიპტოვალუტაში შემოწირულობებს მიიღებს, როგორც კერძო პირებისგან ისე კომპანიებისგანაც.

15 ოქტომბრის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბირჟის შემოწირულობა 63 ბიტკოინსა და 169 ეთერიუმს შეადგენს. იაპონიის სახელმწიფო ვალუტაში შემოწირული თანხა 56,700,000 იენია, რაც 505.545 დოლარის ექვივალენტია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მსახიობმა ეშტონ კაჩერმა ელენ დიჯენერასის გადაცემაში სტუმრობისას დონაცია ციფრული ვალუტით განახორციელა. მან პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანის ველური ბუნების დაცვის ფონდში 4 მილიონი დოლარი რიპლით გადარიცხა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი