ხუთშაბათს, 23 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა.
დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ბიტკოინის ფასმა 7.000 დოლარის ნიშნული დასძლია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 1.39%-ით არის გაზრდილი.
ამჟამად ბიტკოინის ფასი 7.081 დოლარს შეადგენს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასი 6.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
CoinMarketCap-ის დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 63.4%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი ნელ-ნელა 200 დოლარის ნიშნულისკენ მიიწევს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინთან ერთად გაიზარდა ეთერიუმის კურსი. ალტკოინის ფასის ნიშნულმა 182 დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 აპრილს, დღის მეორე ნახევრის მონაცემებით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 204.89 მილიარდ დოლარს შეადგენს.