ბიტკოინის ფასი საგრძნობლად არის გაუმჯობესებული

0
1572

პარასკევს, 2 აგვისტოს დილით ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარიდან 10.500 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო პერიოდია ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ აგვისტოს თვეში ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაუმჯობესდება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 5%–ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კი მთლიან ბაზარზე ბიტკოინის წილი 65.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინისგან განსხვავებით ეთერიუმის კურსი მცირედიდ არის გაუმჯობესებული. გაუმჯობესების პროცენტული მაჩვენებელი კი 1.4%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, შეინიშნება სხვა ალტკოინის ფასის მაჩვენებლების გაუმჯობესებაც. მაგალითად, ლაიტკოინის კურსი ბოლო 4 დღის განმავლობაში 3%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 283 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი