17 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1523

პარასკევს, 17 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 0.33%-იან მატებას განიცდიდა. 17 ივლისს ბიტკოინის ფასი კვლავ 10.000 დოლარის ქვემოთ მოძრაობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის ნიშნული 9.100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინანტურობის მაჩვენებელი 62.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი ასევე 0.16%-ით იყო მომატებული. კრიპტოვალუტის კურსი 230 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა დღის მეორე ნახევარში ალტკოინის კურსმა შედარებით მოიმატა. ფასმა კი 233 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 ივლისს, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 270 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი