12 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1256

12 აგვისტოს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით ოდნავ შემცირდა.

დღეს, ბიტკოინის ღირებულება 23,778 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.93%-ით დაიკლო.

ბიტკოინის კურსის ყოველკვირეული ზრდა მხოლოდ 2,45%-ია.

ბაზარზე ბიტკოინის წილი 40%-ს, ხოლო ეთერიუმის – 20,2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: 12 აგვისტოს ალტკოინის კურსი დაახლოებით 1,880 დოლარამდე მერყეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი დღის განმავლობაში 1,94%-ით იყო შემცირებული.

ეთერიუმის კურსმა კვირის განმავლობაში 11%-იანი ზრდა აჩვენა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეთერიუმს კვლავ აქვს შანსი, რომ 2,000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 135 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი