კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1120

ოთხშბათს, 7 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 2%-იან მატებას განიცდიდა. თუმცა 7 ივლისს ბიტკოინის ფასი კვლავ 35.000 დოლარის ქვემოთ მოძრაობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის ნიშნული 35.038 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინანტურობის მაჩვენებელი 44.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი ასევე 1.96%-ით იყო მომატებული. კრიპტოვალუტის კურსი 2.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა დღის მეორე ნახევარში ალტკოინის კურსმა შედარებით მოიმატა. ფასმა კი 2.360 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 ივლისს, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 470 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი