ბიტკოინის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1118

პარასკევს, 2 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასების დრამატული დაცემა არ დაიფიქსირებულა.

ანალიტიკოსების თქმით, ბოლო ორი დღეა ბიტკოინი 33.000 დოლარის ნიშნულს ინარჩუნებს. ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია, რომ ფასის მატების შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარი გახდეს. თუმცა, მანამდე, საჭიროა, რომ კრიპტოვალუტამ 38.000 დოლარის დონეს მიაღწიოს.

ბიტკოინის ფასის კლების ტენდენციის დაფიქსირებისას კი, მოსალოდნელი დონე 30.000 დოლარია.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოები 1%-ით გაიზარდა და 33.740 დოლარის ნიშნულს მიაღწია. კვირის განმავლობაში კურსის შემცირების მაჩვენებელიც ოდნავ გაუმჯობესდა.

ბოლო შვიდი დღის მანძილზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 7.28%-ით არის მომატებული.

ამ ეტაპზე, ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 45.4% შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 ივლისს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 634 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი