ხუთშაბთს, პირველ ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრად დაიკლო.
ბოლოდროინდელი ფასის მომატების შემდეგ დღეს ბიტკოინის კურსი შემცირდა და 33.000 დოლარის ნიშნულს ქვემოთ მოექცა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 5.26%-ით დაიკლო. დღის განმავლობაში კი ფასი 32.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსმა 6.39%-ით დაიკლო. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 2.090 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 3.83%-ით არის გაუმჯობესებული.
ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 45.3%-ს შეადგენდა. ეთერიუმის მდგომარეობა ოდნავ შესუსტდა და ის 17.8%-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 365 მილიარდ დოლარს შეადგენდა.