ალტკოინების ფასები სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1158

პირველ აპრილს ციფრული ვალუტების ფასებს მკვეთრი ცვლილება არ განუცდია. შეიძლება ითქვას, რომ ალტკოინების კურსი დღესაც სტაბილურობას ინარჩუნებს.

გუშინ კი, 31 მარტს ლაიტკოინზე ვაჭრობა 196 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 190 დოლარის დონეს ასცდა და 199 დოლარზე დაფიქსირდა.

ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 189 დოლარი იყო. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა 197 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 197 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით გაუმჯობესდა.

თუკი ლაიტკოინის ფასი მოიმატებს მომდევნო სამიზნე დონე 210 დოლარია.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 527 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 546 დოლარი იყო. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 509 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 543 დოლარზე დაიხურა.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 548 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 4.42%-ით არის გაზრდილი.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს მოსალოდნელია, რომ ფასმა 600 დოლარს მიაღწიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი