4 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1266

კვირის ბოლოს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პარასკევს, 4 დეკემბერს თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა დაიკლო.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ბიტკოინის ფასის ცვლილებაა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტა ძველ ნიშნულს უბრუნდება, რაც 18.700 დოლარს შეადგენს.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 19.000 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა დღის ბოლომდე კრიპტოვალუტამ ამ ნიშნულის შენარჩუნება ვერ მოახერხა და 18.792 დოლარამდე შემცირდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე დღე ბიტკოინის ფასი 19.000-სა და 20.000 დოლარს შორის მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინს მსგავსად ეთერიუმის ფასის ნიშნულიც შემცირდა. ალტკოინმა 600 დოლარის მხარდაჭერა დაკარგა.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 5.65%-ით დაიკლო და 578 დოლარზე დაფიქსირდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმი კაპიტალიზაციის მაჩვენებლით კვლავ მეორე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 556.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი