კვირას, 24 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრ ცვლილებებს განიცდიდა. გუშინ დაფიქსირებული ფასების მატების შემდეგ ციფრული ვალუტების კურსი შემცირდა.
ბიტკოინის ფასი 4.150 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა და 3.900 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.
CoinMarketCap-ის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 5%-ით შემცირდა. თუმცა ეს მაჩვენებელი კვირის დასაწყისში დაფიქსირებულ კურსზე მაღალია.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაცია 14.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეთერიუმის მომდევნო კრიპტოვალუტა რიპლია, რომლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 12.4 მილიარდი დოლარია.
ეთერიუმის ფასმა მძიმე დანაკარგები ბოლო 24 საათის განმავლობაში განიცადა. ალტკოინის კურსი თითქმის 9%-ით შემცირდა. ეთერიუმის ფასი 148 დოლარიდან 139 დოლარამდე დაეცა.
უნდა აღინიშნოს, რომ კვირის დასაწყისში ეთერიუმმა ფასის ზრდა 126 დოლარიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 128 მილიარდ დოლარს შეადგენდა.