პარასკევს, 28 აგვისტოს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა.
კრიპტოვალუტის კურსმა 11.501 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა, როცა წინა დღეებში ციფრული ვალუტის ფასი 11.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: 28 აგვისტოს ალტკოინის კურსი ოდნავ გაიზარდა. ეთერიუმის ფასის მატების მაჩვენებელმა კი 3.59%-ი შეადგინა.
ამასთანავე, ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 44 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ალტკოინის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა კი დაახლოებით – 9 მილიარდ დოლარს.
აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 400-სა და 390 დოლარს შორის მოძრაობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 360 მილიარდ დოლარს შეადგენდა.