ანალიტიკოსები: მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის კურსი 94 დოლარამდე გაიზარდოს

0
1706

გუშინ, თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსი გაიზარდა. გამონაკლისი არც რიპლი ყოფილა. 8 ოქტომბერს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.48 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.50 დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულზე კრიპტოვალუტა 0.48 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო რიპლიზე ვაჭრობა 0.49 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების თქმით, თუკი რიპლის კურსი 0.45 დოლარზე დაეცემა ეს უარყოფითი ტენდენციის მანიშნებელი იქნება და ამიტომ ტრეიდერებს პოზიციების შენარუნებას 0.42 დოლარის ნიშნულზე ურჩევენ.

რაც შეეხება ზრდის ტენდენციებს: იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი 0.55 დოლარს ასცდა და 0.62 დოლარამდე გაიზარდა ეს კურსის აშკარა ზრდის ნიშანი იქნება. ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ როგორც კი რიპლის ფასი 0.62 დოლარის ნიშნულს ასცდება მაშინ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ლაიტკონს: კრიპტოვალუტის კურსი 49-სა და 69 დოლარს შორის მოძრაობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ციფრული ვალუტა პირველ წინააღმდეგობას 70 დოლარის ნიშნულზე მიაღწევს. თუკი ლაიტკოინმა ეს ზღვარი გადალახა მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასი 94 დოლარამდე გაიზარდოს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი 49 დოლარზე დაბლა დაეცა ეს კლების ტენდენციის მანიშნებელი იქნება და ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი