ანალიტიკოსები: ბიტკოინის კურსმა შესაძლოა, 7.400 დოლარს მიაღწიოს

0
2281

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 6.200 დოლარის დონეზე გამყარდა და ამასთანავე, კრიპტოვალუტა ცდილობს ფასის გაზრდასაც. დღის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ღირებულება 6.400 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კრიპტოვალუტის კურსი 5.900-დან 6.075 დოლარს შორის იმოძრავებს. თუკი, ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულებს ჩამოსცდა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 5.450-სა და 5.000 დოლარს შორის იმერყეოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მას შემდეგ არ ურჩევენ ვაჭრობას, როდესაც ბიტკოინის ფასი 5.900 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება.

პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინი 6.900-სა და 7.400 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ, როდესაც ბიტკოინის კურსი 6.600 დოლარს მიაღწევს მაშინ დაიწყონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი ჯერ ისევ მერყევია. კრიპტოვალუტა 183-სა და 192 დოლარს შორის მოძრაობს. თუმცა, 20 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის ღირებულება 208 დოლარს შეადგენდა.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მინიმუმ 3 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსის ცვლილებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა. ამასთანავე, 183-ისა და 192 დოლარის შუალედი კრიტიკულ დონედ არის ექსპერტების მიერ მიჩნეული. შესაბამისად, ანალიტიკოსები ამ შუალედში ვაჭრობას რეკომენდაციას არ უწევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი