9 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2721

9 აგვისტოს კრიპტოვალუტების ბაზარმა შემცირება შეწყვიტა.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 8 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 219 მილიარდი დოლარით ნაკლები იყო 2017 წლის ნოემბრის შუა პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ბიტკოინის კურსი 6.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 3.2%-ით გაუმჯობესდა, რაც ნიშნავს, რომ ბიტკოინის კურსი დაახლოებით 300 დოლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, ფასმა 6.229-დან 6.528 დოლარის დონემდე აიწია.

ბიტკოინის კურსმა კვირის განმავლობაში დაახლოებით 14% დაკარგა, ხოლო თვის განმავლობაში კი 3.5%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის ღირებულება 9 აგვისტოს 363 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსი 24 საათის განმავლობაში 1%-ით არის გაზრდილი.

ეთერიუმის ფასი ორის საათის მანძილზე 352-დან 367 დოლარის დონემდე გაიზარდა. ეთერიუმის კურსი კვირის განმავლობაში 11%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის მანძილზე 24%-ზე ფიქსირდება ეთერიუმის კურსის კლება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 228.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 9 მილიარდი დოლარით მეტია 8 აგვისტოს მაჩვენებელზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი