25 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1555

ორშაბათს, 25 თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა. დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასებმა 7%-დან 17%-მდე დაიკლო.

ბიტკოინის კურსი 8%-ით შემცირდა. ამის შემდეგ ციფრული ვალუტის კურსმა მერყეობა 3.836 დოლარის ფარგლებში დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა ვარდნა 4.210 დოლარიდან დაიწყო. თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ ბევრი მცდელობის შემდეგ ბიტკოინმა 4.000 დოლარის ზღვარი დასძლია. ანალიტიკოსები ფასების მატებას კვლავ პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი ბიტკოინთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 140 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მოძრაობას. თუმცა დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი მკვეთრად დავარდა და 135 დოლარის დონემდე დაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსი 150 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ალტკოინისთვის 135 დოლარზე დაცემა კი ნამდვილად არ არის მომგებიანი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 129.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი