18 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1885

ორშაბათს, 18 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარი საკმაოდ გაიზარდა. კრიპტოვალუტების უმეტესობა 2%-დან 12%-მდე ფასების მატებას განიცდის.

ციფრული ვალუტებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინოა ბიტკოინის კურსის ზრდა.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული ნელ-ნელა 4.000 დოლარს უახლოვდება.

ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 3.908 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. ალტკოინის კურსი 145 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებულ კურსებს შორის ყველაზე მაღალია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 125.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს კი ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 3.7%-ით არის გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი