ამ კვირაში კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ბიტკოინი
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3.600-დან 3.300 დოლარამდე დაეცა. ანალიტიკოსების თქმით, არსებობს ზრდის ტენდენციას ნიშნები. მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 3.500 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი 3.307 დოლარამდე შემცირდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასმა კიდევ დაიკლო კურსი 2.416 დოლარამდე დაეცემა.
რიპლი
კვირის განმავლობაში რიპლის კურსი 0.29-სა და 0.31 დოლარს შორის მოძრაობდა. კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 0.25 დოლარამდე შემცირდეს.
ფასის ზრდის ტენდენციის დროს კი მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსმა 0.40 დოლარს მიაღწიოს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს მოუწოდებენ, რომ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორიციელონ ვაჭრობა.
ეთერიუმი
ეთრიუმის ფასი 83-სა და 102.5 დოლარს შორის მერყეობდა. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი 83 დოლარამდე შემცირდა კურსის მომდევნო ნიშანი 66 დოლარი იქნება.
ამ ეტაპზე ექსპერტები ეთერიუმთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
ბიტკოინ Cash-ი
ხუთი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი 100 დოლარიდან 77 დოლარამდე შემცირდა. ანალიტიკოსები ზრდის ტენდეციას არ პროგნოზირებენ. თუკი ალტკოინის კურსი კიდევ უფრო შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 72 დოლარამდე დაეცეს.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კლების ტენდციის შემცირებას დაელოდონ და პოზიციები შეინარჩუნონ.
ლაიტკოინი
ლაიტკოინის კურსმა კლების ტენდენცია განაგრძო. კრიპტოვალუტის ფასი 23 დოლარამდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ალტკოინს ზრდის შანსი ჰქონდა მაინც ვერ მოახერხა კურსის 29 დოლარამდე გაზრდა. ანალიტიკოსების თქმით, მომდევნო ქვედა ზღვარი 20 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ და მხოლოდ პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.